მკვლელობა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტში.
"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლულია 50 წლამდე მამაკაცი.
ადგილობრივების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ შურისძიებაა და ის წლების წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
რუსთავი2-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 53 წლის ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა-ტარებისთვის წარუდგინეს.
ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.