მე-6 დღეა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა მედიკამენტების დაფინანსებაა.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დღეს გზის გადაკეტვა სცადა, რასაც სამართალდამცველების რეაგირება მოჰყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მისცა. ერთი მშობელი აქციაზე შეუძლოდ გახდა.