თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ვახტანგ ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები "ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის" საქმიანობასა და მის სამომავლო გეგმებს გაეცნენ. საქველმოქმედო კონცერტს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრების წინაშე მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ლარა ფაბიანი წარსდგა. მან პირველად ჩვენს რეგიონში, სპეციალურად"ვახტანგ ფხაკაძის საქველმოქმედო ფონდისთვის" სოლო კონცერტი გამართა. ღონისძიება ვახტანგ ფხაკაძის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა.