30 სექტემბერი 2026,   17:46
ვრცლად
ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული კომპლექსი შენდება

ბოლნისს შემოდგომაზე თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული კომპლექსი ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას.

კომპლექსის სივრცეები დაეთმობა: კალათბურთს, ფრენბურთს, ხელბურთს, კრივს, ჭიდაობას, კარატესა და სხვა სპორტულ აქტივობებს. მოეწყობა 250 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

კომპლექსის მშენებლობის პროცესი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულა.

 

დღის ამბები