30 სექტემბერი 2026,   17:45
ვრცლად
კლინიკა "ვივამედში" აცხადებენ, რომ მუდმივ რეჟიმში აწვდიან პენიტენციურ სამსახურს და იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციას სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით

კლინიკა "ვივამედში" აცხადებენ, რომ მუდმივ რეჟიმში აწვდიან პენიტენციურ სამსახურს და იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციას სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ბოლოს უწყებებს საავადმყოფომ ინფორმაცია წინა კვირას გაუგზავნა, თუმცა ახლა უახლოეს დღეებში ფსიქიატრების დასკვნასა და ფორმა ასს გადაუგზავნიან.

"ჩვენ რეგულარულად ვაწვდით იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ დაწესებულებას შუალედურ ფორმა 100, სადაც ასახულია პაციენტის მიმდინარე მდგომარეობა და მკურნალობის პროცესი. კვირაში ჩვენ ვაწვდით სამედიცინო დასკვნას პენიტენციურ დაწესებულებას და ასე გაგრძელდება ამ კვირაში. ინფორმაციას სპეციალისტების, მათ შორის ფსიქიატრების დასკვნის შესახებ ფორმითაციას აუცილებლად მივაწვდით პენიტენციურ სამსახურს,"-აცხადებს სამედიცინო ცენტრ ”ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

დღის ამბები