ბრალი წარდგენილია - განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 18 წლის ახალგაზრდის აღკვეთის ღონისძიება დღეს უკვე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და ამბობს, რომ მომხდარი არ ახსოვს.
გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით 71 წლის მეზობელი ორშაბათს მოკლა.