04 ოქტომბერი 2026,   21:38
ვრცლად
რა ვითარებაა ამ წუთებში რიკოთზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, დილის 7 საათიდან დაიწყო. დღის პირველ ნახევარში, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებული იყო მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა თავისუფალია და შეუფერხებლად მიმდინარეობს; 19:00 საათიდან კი, დადგენილი რეჟიმის შესაბამისად, იმოძრავებს მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტიც. ამასთან, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები 24 საათიან მკაცრ შემოწმებას აგრძელებენ.

 
დღის ამბები