აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ურყევია. მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპს მოქმედების "ყველა საჭირო ვარიანტი აქვს მაგიდაზე", თუ ირანი სრუტის გარშემო თამაშებს გააგრძელებს. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
"ირანს სურს, ისეთი ობიექტების გარშემო ითამაშოს, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე. მაგრამ ისინი არ აკონტროლებენ მას, ჩვენ ვაკონტროლებთ. მათ სრუტის გავლით ფაქტობრივად არაფრის გატარება არ შეუძლიათ. ჩვენი ბლოკადა უნაკლოდ მუშაობს: ყოველ ღამე გამავალი ტვირთის მოცულობა პრაქტიკულად ომამდელ დონეს აღწევს - ეს აშკარად ჩანს გამტარუნარიანობის მაჩვენებლებში", - განუცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებს.
ჰეგსეთის თქმით, ისინი ძალიან ძლიერ პოზიციაში არიან და ირანმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.
"ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან ძლიერ პოზიციაში ვართ. ირანმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. თუ ასე არ მოიქცევა, პრეზიდენტს მოქმედებისთვის ყველა საჭირო ვარიანტი ექნება. თუმცა, ის არ აპირებს სიტუაციის ზედმეტად გაჭიანურებას. მას ესმის ამოცანის ბუნება და ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ იგი, როდესაც შესაბამისი ბრძანება გაიცემა", - დასძინა ჰეგსეთმა.
ჰეგსეთმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპს ხაზგასმით აქვს გადაწყვეტილი ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის შეძენაში.
"მესიჯი ძალიან მარტივია: ირანს არასდროს, არანაირ ვითარებაში არ ექნება ბირთვული იარაღი. პრეზიდენტი ტრამს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს არ დაუშვას და ის ამას არც დაუშვებს", - თქვა ჰეგსეთმა.