ვაკის პარკში ახალი საბავშვო ანიმაციური სტუდიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს ახალი პერსონაჟები გააცნეს.
ანიმაციური სამყაროს შექმნა "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანი საქართველოში საბავშვო სატელევიზიო კონტენტის განვითარებაა.
ღონისძიებაზე პატარებს სხვადასხვა აქტივობაც დახვდათ.