04 ოქტომბერი 2026,   19:59
ვრცლად
თავს ოპოზიციას ეძახიან და რეალურად არიან უცხო ქვეყნის აგენტები, რომლებიც მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ - ზვიად შალამბერიძე 4 ოქტომბერზე

გარედან მართული სცენარი და 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების ჩავარდნილი გეგმა - ძალადობრივი მოვლენებიდან 1 წლის თავზე სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაში ჩართული თითოეული ადამიანისთვის 4 ოქტომბერი გახდა მთავარი გაკვეთილი, რომ საქართველოს ბედს ქართველი ხალხი წყვეტს, არჩევნებით და არა შტურმით.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თავს ოპოზიციას ეძახიან და სინამდვილეში, რეალურად არიან უცხო ქვეყნის აგენტები და აგენტურა.

"თავს ოპოზიციას ეძახიან და სინამდვილეში რეალურად არიან უცხო ქვეყნის აგენტები და აგენტურა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და არანაირად ჩვენი საზოგადოების და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე არ დგამენ არც ერთ ნაბიჯს. შესაბამისად, ამის გამოძახილი იყო სწორედ ის დღე, როდესაც მათ დაარქვეს, რომ ეს იქნებოდა მშვიდობიანი დამხობა და რეალურად ყველამ ვნახეთ საბოლოოდ, როგორადაც "დაამხვეს" ხელისუფლება და ისიც ვნახეთ, რომ ბევრმა მათგანმა, რომლებიც იქნენ დაკავებული ამ დღის შესაბამისად, აღიარა კიდევაც დანაშაული და დღევანდელ დღეს გამოვიდნენ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები