იტალიის ქალაქ რიმინიში გამართულ მსოფლიო ტურნირზე საქართველოს ბატუტზე ხტომის ნაკრებმა ასპარეზობა ექვსი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
მედლები შემდეგნაირად გადანაწილდა: 11-12 წლის გოგონებში სინქრონულ ხტომაში მარიამ ბერიამ და ანანო ქარსაულიძემ ჩემპიონობა მოიპოვეს.
13-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში სინქრონულ ხტომაში ოქროს მედლები მარიამ გაბრიაძისა და ელენე კირთაძის დუეტმა მოიპოვა.
15-16 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ნინო ქორიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 17-21 წლის ასაკობრივ კატეგორიაში კი მარიამ რაგიმოვასა და მაკუნა ბოჭორიძის დუეტმა ოქროს მედალი დაისაკუთრა.