02 ოქტომბერი 2026,   14:55
ვრცლად
თბილისის 220-ე სკოლას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ძამუნაშვილის სახელი მიენიჭა

განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, თბილისის 220-ე სკოლას, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ძამუნაშვილის სახელი მიენიჭა.

ლეიტენანტი ძამუნაშვილი ამავე სკოლის კურსდამთავრებული და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის მფლობელია.

ღონისძიებაზე გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენა გაიმართა, რომელსაც მისი ოჯახის ახლობლები, თბილისის საკრებულოს წევრები და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

დღის ამბები