14 ივნისი 2026,   09:27
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა თბილისში - მოკლულია 50 წლამდე მამაკაცი

მკვლელობა თბილისში - 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცივი იარაღით არის მოკლული. შემთხვევა ვარკეთილის დასახლებაში მოხდა.

"კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ უბნელებს შორის კორპუსის ეზოში დაიწყო, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაღუპულს ერთი ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ეჭვმიტანილი დაკავებულია. პოლიციამ მისი აყვანა ცხელ კვალზე შეძლო.

შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: მაიკო გრიგოლია

დღის ამბები