საქარველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღდგომის დღესასწაულს ულოცავს მათ, ვინც დღეს მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს:
"ყველას, ვინც საქართველოსა და მსოფლიოში დღეს მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს - კათოლიკებს, სომეხთა სამოციქულო და ლუთერულ ეკლესიებსა და მათ მრევლს - გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.
ეს დღე, რომელიც ღვთის სიყვარულის, სიკეთის მარადიული გამარჯვებისა და კაცობრიობისათვის ახალი ცხოვრების დასაწყისს გამოხატავს, სიხარულით ავსებს მორწმუნეთა გულებს.
ვუერთდები თქვენს სიხარულს, მშვიდობა, ერთობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა არ მოგკლებოდეთ!,"-წერს სალომე ზურაბიშვილი.