"მე დავხატავ ჩვენს სიყვარულს" - თბილისის საკრებულოში მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. საკრებულოს მხარდაჭერით, გარემოს დაცვის კომისიისა და აიპ - "სოლიდარობის სახლის" ინიციატივით, მოწყობილ გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოზარდების, შშმ პირების, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვების ნამუშევრები გამოიფინა.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს დიპლომები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.