საპატრიარქო ჟურნალისტებისთვის რეგულაციებს აწესებს. მედიის წარმომადგენლები სპეციალური აკრედიტაციებით ისარგებლებენ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. დღესასწაულებზე მედიის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე.
ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი "ბეიჯები".