უკვე წლებია, რაც ბათუმი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, მუდმივი ცვლილებებისა და უწყვეტი განვითარების სიმბოლოა. ბათუმის ტემპი და მულტიკულტურული ხასიათი მის არქიტექტურასა და ახალ ურბანულ ცენტრებში საკმაოდ სწრაფად აისახება. ქალაქის ახალ, ყველაზე დინამიურ და პრესტიჟულ ნაწილს, გმირთა ხეივანს, სულ მალე, კიდევ ერთი, გამორჩეული არქიტექტურული კომპლექსი შეემატება - ბათუმში Calligraphy Towers შენდება. სამი ცათამბჯენისგან შემდგარი, მულტიფუნქციური კომპლექსი ორგანულად ჩაეწერება ახალი ბათუმის განაშენიანებაში და ზღვისპირა ქალაქში თავის გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. Calligraphy Towers გააერთიანებს სამ ბლოკსა და მათში მოქცეულ პრესტიჟულ სასტუმროს, აპარტამენტებს, კინოთეატრს, საკონფერენციო დარბაზებს, აუზებს, სამუშაო და დასასვენებელ სივრცეებს - რითაც შექმნის ახალ, უნიკალურ ადგილს ქალაქში - აქ ყველას დახვდება თავისთვის შესაფერისი გარემო.
Calligraphy Towers-ის უნიკალურობის მთავარი განმსაზღვრელი სასტუმროთა ქსელი Hampton by Hilton-ია, რომელიც კომპლექსის 35 სართულიანი A ბლოკის პირველ 10 სართულზე განთავსდება. ისეთი პრესტიჟული სასტუმრო, როგორიც Hampton by Hilton-ია, თავისთავად არის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი - რადგან კომპლექსი აკმაყოფილებს ამ სასტუმროს განთავსებისთვის საჭირო მთელ რიგ სტანდარტებსა და რეგულაციებს. ეჭვგარაშეა, რომ ჰილტონის ბრენდის სახელი ასოცირდება სტაბილურობასა და გამოცდილებასთან, რაც თავისთავად მოიზიდავს ინვესტორებსა და დამსვენებლებს მთელი მსოფლიოდან. ზღვისპირა ქალაქის ზრდის შეუჩერებელი ტემპისა და მასში მიმდინარე მშენებლობის ბუმის გათვალისწინებით, უძრავი ქონება ბათუმში, უკვე წლებია რაც ერთ-ერთ საუკეთესო ინვესტიციად ითვლება. Calligraphy Towers კი სრულიად ახალ, უსაფრთხო, საინვესტიციო გარემოს ახვედრებს ბათუმელებსა და ქალაქით დაინტერესეულ ინვესტორებს, აძლევს რა მათ შესაძლებლობას კომპლექსში ნაყიდი ფართი Hampton by Hilton-ის ბრენდის ქვეშ იყიდონ და გამოიყენონ. Hampton by Hilton-ის უზადო რეპუტაცია და ამ რეპუტაციის მთავარი განმაპირობებელი - ხარისხი, გარანტიაა წარმატებული ბიზნესისთვის.
კომპლექსის განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს მისი ლოკაციაც - Calligraphy Towers გმირთა ხეივნის 18-ში, ბათუმის ყველაზე დინამიურ ნაწილში შენდება. ამ უკვე ხალხმრავალი უბნის დატვირთულობას პირველ რიგში Adjarabet Arena - UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონი განაპირობებს. აქ უკვე ტარდება საქართველოს ნაკრების თამაშები, რომლებსაც, მომავალში კომპლექსის მაცხოვრებლები ალბათ, ფანჯრიდანვე ადევნებენ თვალს, რადგან Calligraphy Towers-იდან არენა ხელისგულივით გამოჩნდება. Calligraphy-ს შენობებიდან გადაიშლება ქალაქ ბათუმის ხასხასა მწვანე ბუნებისა და შავი ზღვის ხედებიც. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის B კორპუსი ბათუმში ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი იქნება. კომპლექსი მდებარეობს ქალაქის ახალ ცენტრში, ხალხმრავალ უბანში, შესაბამისად, ბოლომდე სარგებლობს ურბანული სიკეთეებით: ქალაქის ცენტრისა და სავაჭრო ობიექტების სიახლოვით.
სასტუმროსა და აპარტამენტებთან ერთად, Calligraphy Towers დაიტევს კინოთეატრს Calligraphy Cinema, კაზინოს, პიანო & ლაუნჯ ბარს. გარდა იმისა, რომ პოტენციურ დამსვენებლებსა და მაცხოვრებლებს შენობიდან გაუსვლელად შეეძლებათ გართობა. მათთან ერთად, დახვეწილი გარემო და ამოუწურავი შესაძლებლობები სტუმრებს მთელი ქალაქიდან მოიზიდავს. სწორედ ეს მულტიფუნქციურობა აქცევს კომპლექსს ყველაზე სასურველ ადგილად მთელ ბათუმში. განტვირთვის გარდა, Calligraphy Towers სტუმრებს შესთავაზებს სამუშაო სივრცესა და საკონფერენციო დარბაზს საქმიანი შეხვედრებისთვის. აქ დაგხვდებათ მინიმალისტური დიზაინის სპა ცენტრიც, რომელიც მხოლოდ სასტუმროს სტუმრებსა და მაცხოვრებლებს მოემსახურება. აქვე იქნება უახლესი სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნეს ცენტრი, ბავშვთა გასართობი ზონა და რაც მთავარია ღია და დახურული აუზები. კომპლექსის გარე ინფრასტრუქტურა მოიცავს ღია და დახურულ პარკინგსა და სანაპიროს დახურულ, კერძო ნაწილს. სანაპიროსა და აპარტამენტებს შორის გადაადგილება ელექტრო მანქანებით იქნება უზრუნველყოფილი. აცნობიერებს რა, მის როლს ბათუმის ურბანულ ქსოვილში, Calligraphy Towers გაამწვანებს როგორც უშუალოდ ქალაქის ნაწილს, კომპლექსის გარშემო, ასევე ღია ტერასასაც.
Calligraphy Towers-ის მშენებარე ბინები ბათუმში კომპანია Gand Maison-ის პროექტია, მათ ზღვისპირა ქალაქში უკვე რამდენიმე დასრულებული ნამუშევარი აქვთ და კმაყოფილი მომხმარებელიც ბევრი ჰყავთ. პროექტის ხარისხი და სტანდარტები შეთანხმებულია Hilton-ის ჯგუფთან. აღსანიშნავია მშენებლობის სწრაფი ტემპიც: წლის ბოლოს დასრულდება B ბლოკის მშენებლობა, 2024 წელს ჩაბარდება A ბლოკი, 2026 წელს კი, G ბლოკთან ერთად, დასრულდება მთლიანი პროექტი.
ბათუმი უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია საქართველოში: აქ იმდენად სწრაფად შენდება საცხოვრებელი ფართები და ინსფრასტრუქტურა, რთულია ინვესტირების მსურველმა არჩევანი სწორად და თავდაჯერებულად გააკეთოს. Calligraphy Towers-ის პროექტის მთავარი მიზანია ისეთი ორი მახასიათებლის გაერთიანება, როგორებიცაა ხელმისაწვდომობა და ხარისხი. მყიდველს ექნება წვდომა მასზე მაქსიმალურად მორგებულ სერვისთან, რაც ჯერ კიდევ ასე იშვიათია საქართველოში. გაქირავების მიზნით შეძენის შემთხვევაში, მფლობელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს თავისი ქონების მართვის სხვადასხვა სერვისით და სურვილის შემთხვევაში ქონების მმართველ კომპანიას გადააბაროს ბიზნესის მართვა.
Calligraphy Towers კომპლექსის მშენებარე ბინები ბათუმში ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში, სურვილის შემთხვევაში კი მათი შეძენა შეიძლება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. აპარტამენტების ფართი მერყეობს 28-დან 150 კვ. მ-მდე. თეთრი კარკასი გულისხმობს ფართის რემონტისთვის საფუძვლიანად მომზადებას, ხოლო სრული რემონტის შეკვეთის შემთხვევაში, ფართი მფლობელს ბარდება ტექნიკითა და ავეჯით აღჭურვილი, უმცირესი დეტალების გათვალისწინებული მოწყობილი აპარტამენტი. 2020 წელს, ისეთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ, როგორიც Forbes-ია, ბათუმი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ საინვესტიციო ქალაქად დაასახელა. 2019 წლიდან, ბათუმში მშენებლობების რაოდენობა 1.5-ჯერ გაიზარდა. ამ პროცესებთან დაკავშირებული გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და მეტი სამუშაო ადგილი მხოლოდ ზრდის ბათუმის პოტენციალს. შეფასებულია, რომ აქ უძრავი ქონების ფასი ყოველწლიურად 4-9%-ით იმატებს. ჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით, ბათუმში ცხოვრება ან მის პოტენციალში ფულის დაბანდება, ნამდვილად არ არის ურიგო იდეა. Calligraphy Towers იდეალური შესაძლებლობაა შავი ზღვის სანაპიროზე ინვესტირებისათვის! მართლაც, ცოტა პროექტი თუ იქნება იმაზე მიმზიდველი, ვიდრე გაცოცხლებული ქალაქის მულტიფუნქციური ცენტრი, რომლიდანაც ბრწყინვალე ხედები იშლება და აქ ცხოვრება ისეთ პრესტიჟულ ბრენდს უკავშირდება, როგორიც Hampton by Hilton-ია.
(R)