ტრაგედია იმერეთში - მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს დანით 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბანოჯაში, დაჭრილის დის სახლთან მოხდა.
დანაშაულს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მათი თქმით, 50 წლამდე ასაკის ვალერი გაბუნია ქალს შერიგებას სთხოვდა, უარის გამო კი, ის ჯერ ყოფილ მეუღლეს გაუსწორდა, შემდეგ კი ჩათვალა, რომ ქალი მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დაჭრილი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.