



წავკისში, აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა - გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები. დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი - ჯამში 10 ათას კვ.მ ფართობზე; მოეწყო ბორდიური.
ბოლო ეტაპის სამუშაო პროცესს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე რაიონის გამგებელთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.