29 მაისი 2023,   13:19
ვრცლად
ქართული ანიმაციური ფილმი საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი - ანა ჩუბინიძის ნამუშევარმა ლონდონის ერთწუთიანი ფილმების ფესტივალზე ორი პრიზი მოიპოვა

ქართული ანიმაციური ფილმი საერთაშორისო ჯილდოების მფლობელია. ანა ჩუბინიძის ნამუშევარმა ლონდონის ერთწუთიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალიდან ორი პრიზი ჩამოიტანა.

ჟიურიმ მხოლოდ ერთ წუთიანი მასალა ნახა, ანიმაცია კი 12-წუთიანია და ქალისა და კატის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ახლა საერთაშორისო ფესტივალისთვის ანა ჩუბინიძე ახალ ანიმაციურ ფილმზე მუშაობს.

ისტორია ლომზე, რომელსაც ძალიან დიდი, სხვებისგან გამორჩეული ფაფარი აქვს და საკუთარი ვარცხნილობა არ მოსწონს. 9 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციისთვის ფიგურები იძერწება, ესკიზები მუშავდება და "ლომის ახალი ფაფარი" ბავშვებისთვის იქმნება. ანიმაცია პატარა მაყურებელს მთავარ სათქმელს გადასცემს, - შეიყვარონ და მოსწონდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან.

ეს ანა ჩუბინიძის მესამე საავტორო ფილმია-"ლომის ახალი ფაფარი" მიუზიკლია, რომელიც თოჯინური ტექნიკით იქმნება, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 წამის ანიმაციისთვის 24 ფოტო კადრია საჭირო. სცენარმა და იდეამ ეროვნული კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გაიმარჯვა.

კონკურსში კიდევ ერთმა ანიმაციამ გაიმარჯვა. "ოჰ დედა, დედა" 12 წუთიანი ფილმია, რომლის მთავარი თემა ჰიპერმზრუნველობის პრობლემააანიმაციაში სულ ორი პერსონაჟი მონაწილეობს, ქალი და კატა,  რომელიც გადაჭარბებული ყურადღებისა და სიყვარულის გამო, კატას მარწუხებში აქცევს და რკინის აბჯარსაც კი ჩააცმევს.

ანიმაცია დასრულებული არ არის. მზად მხოლოდ ერთი წუთის მასალაა, ფილმმა კი უკვე მოიპოვა საერთაშორისო ფესტივალის მოწონება და აღიარება. "ოჰ, დედა, დედა" ლონდონის ერთწუთიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალიდან ორი ჯილდოთი დაბრუნდა.

ანიმაციებს, რომლებიც ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის იქმნება, საზოგადოება მომავალ წელს ნახავს. მანამდე კი, დაუსრულებელ ნამუშევრებს ქართველი და უცხოელი მაყურებლის მხრიდან დადებითი გამოხმაურება უკვე აქვს.


დღის ამბები