01 ოქტომბერი 2026,   15:36
ვრცლად
ქვეყანა თამაზ სეფერთელაძეს ემშვიდობება - ლეგენდარული ანსამბლის "ცისფერი ტრიოს" მომღერალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქვეყანა თამაზ სეფერთელაძეს ემშვიდობება. ლეგენდარული ანსამბლის "ცისფერი ტრიოს" სულის ჩამდგმელი სოლისტი, მეორე ტენორი, 74 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

43 წლიანი სასცენო მოღვაწეობა, 5-ზე მეტი ალბომი, ჯილდოები, საკონცერტო ჩანაწერები და ვარსკვლავი ფილარმონიის წინ - "ცისფერმა ტრიომ" ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მსმენელს უკვდავი შემოქმედება დაუტოვა. "ცისა ფერს", "სულიკო", "ქარი გიმღერის ნანასა" და კიდევ ბევრი სხვა - მათი სიმღერები დღემდე პოპულარულია.

ქალაქური ფოლკლორის შემსრულებლების შემოქმედება სამშობლოს საზღვრებს მალევე გასცდა. პირველი გასტროლი გერმანიაში ჰქონდათ, შემდეგ კი მათი სიმღერები 70-ზე მეტ ქალაქში გაჟღერდა. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ქართულ ნაციონალურ ბალეტთან "სუხიშვილებთან" ერთად საგასტროლო ტურნეში მონაწილეობა იყო.

თამაზ სეფერთელაძეს კვირას ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

დღის ამბები