16 ივნისი 2026,   14:21
ვრცლად
ლაგოდეხში სავარაუდო დამნაშავემ 3 ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრა

დაჭრა ლაგოდეხში - ქალაქის ცენტრში გვიან ღამით ახალგაზრდების დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა სამ ახალგაზრდას ცივი იარაღით მცირე დაზიანებები მიაყენა. ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

დღის ამბები