04 ოქტომბერი 2026,   19:04
ვრცლად
"მობილური იუსტიციის სახლი" უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობასაც ემსახურება

"მობილური იუსტიციის სახლი" უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობასაც ემსახურება. ამიერიდან 470-ზე მეტი სერვისის მიღებას რეგიონის 5 სოფელსა და მათ შემოგარენში მდებარე დასახლებების 10 000-მდე მომხმარებელი შეძლებს. ახალი ავტომანქანა პირველად ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელს ტაძრისში ჩავიდა.

მალე "მობილური იუსტიციის სახლი" ქვემო ქართლსაც ესტუმრება. იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი, გათვალისწინებულია იმ დასახლებებისთვის, სადაც იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს.

წლის ბოლომდე "მობილური იუსტიციის სახლის" 20 ავტომანქანა საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს.

დღის ამბები