საფრანგეთში უფროსკლასელთა მასობრივი პროტესტის დროს, რომელმაც 1 200-ზე მეტი საშუალო სკოლა და ლიცეუმი მოიცვა, პოლიციამ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ზოგიერთ შემთხვევაში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ზოგიერთმა მომიტინგემ სერიოზული დაზიანებები მიიღო, მათ შორის თვალის, ასევე თავის არეში მიღებული დარტყმები აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა სიტუაციას "ძალადობის მიუღებელი ატმოსფერო“ უწოდა და აქციის მონაწილეებს წესრიგისკენ მოუწოდა.
პროტესტი პარიზის გარეუბნებში დაიწყო, სადაც სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია, შემდეგ კი თავად პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის მარსელში, სტრასბურგში, ტურსა და ლილში გავრცელდა.
სკოლის მოსწავლეები კლასობრივ უთანასწორობას და გარეუბნების განათლებაში არასაკმარის ინვესტიციებს აპროტესტებენ. საუბრობენ მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლის აუცილებლობაზე და აკადემიური პერსონალის სიმცირეზე.