



ქართული თანამედროვე სპექტაკლების ელექტრონული არქივის შექმნა უკვე დაწყებულია. პროექტი, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს ამ ეროვნული საგანძურის, მომავალი თაობებისთვის გადაცემას.
იდეის ავტორები მიმდინარე წელს 60-მდე სპექტაკლის გადაღებას და 80-მდე მსახიობთან ინტერვიუს ჩაწერას და მათ დაარქივებას გეგმავენ. პროექტის სახელწოდებაა "თეატრალური საგანძური".
პრეზენტაციას, რომელიც "კავეა თბილისში" გაიმართა, თეა წულუკიანიც დაესწრო.
"ქართული თეატრისთვის კულტურის სამინისტრომ დაიწყო ციფრული ფონდის შექმნა. ვულოცავ ქართულ თეატრს ამ დიდ სიახლეს. ჩვენ დღეს თუმანიშვილის დაბადების დღეს, 6 თებერვალს დავამთხვიეთ ამ ძალიან დიდი პროექტის პრეზენტაცია," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.