უკრაინაში ომი 11 თვეა შეუჩერებლად მიმდინარეობს - 11-მდე გაიზარდა ხერსონის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი, დაშავებულია 64 ადამიანი, მათგან 18-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
რუსულმა ძალებმა 23 ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა ხარკოვის ოლქი. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის უკრაინაში 9 მილიონ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.