სოფელ ხაშმში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შენობა რესტავრირებული ინვენტარით აღიჭურვა.
მწერალმა ადრეული ბავშვობა სწორედ სოფელ ხაშმში გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა ამ დროის მოგონებებსა და სოფელს არაერთი ნაწარმოებიც მიუძღვნა.