10 ოქტომბერი 2026,   17:37
ვრცლად
საქართველოს რეგიონებში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გრძელდება

საქართველოს რეგიონებში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გრძელდება. ამჯერად, განათლების მინისტრის მოადგილემ მადლობის სიგელი მესტიის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს გადასცა.

ბაია კვიციანმა მასწავლებლებს მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ითქვა, რომ პედაგოგების პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

დღის ამბები