11 ოქტომბერი 2026,   20:28
ვრცლად
გურჯაანის საერთაშორისო ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში - პლატონ კალმახელიძე

ღონისძიება, რომელიც ტრადიციად იქცა. გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. ახტალის პარკში მოწყობილია 10-ზე მეტი სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება 500-მდე მონაწილე და მეწარმე. გამოფენილია 200 სხვადასხვა სახეობის ღვინო, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობა ნებისმიერ სტუმარს ექნება.

ფესტივალის მნიშვნელობაზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ისაუბრა. როგორც პლატონ კალმახელიძე აცხადებს, გურჯაანის საერთაშორისო ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში:

"გურჯაანის საერთაშორისო ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში. წელს საიუბილეო 10 წელია, ყოველწლიურად მზარდია ამ ფესტივალის მასშტაბები. წელს რეკორდული რაოდენობაა როგორც მონაწილეთა, ასევე ვიზიტორების. ასეთი ფესტივალები ძალიან უწყობს ხელს რეგიონის განვითარების პროცესს,"- აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.

ადგილზე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

დღის ამბები