02 ივლისი 2026,   05:01
ვრცლად
რუსულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 54-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები

უკრაინაში, მძიმე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქზე. დაშავდა 2 ბავშვი, ისინი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყვნენ. რუსულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 54-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

ზიანი მიადგა ადგილობრივ კულტურის ცენტრს და საცხოვრებელ სახლებს.
რუსული ჯარები თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის ოლქს. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რეგიონის 1500 მცხოვრებს. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვის ოლქშიც.

ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრის ნგრევა დაიწყეს. უკვე სრულად განადგურებულია შენობის ნახევარი.

დღის ამბები