02 ივლისი 2026,   06:46
ვრცლად
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, არაბეთის ზღვაში სამხედრო ვერტმფრენი ჩავარდა, ეკიპაჟის 3 წევრი გადარჩა, ერთს კი კვლავ ეძებენ

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ეკიპაჟის დაკარგულ წევრს ეძებენ მას შემდეგ, რაც არაბეთის ზღვაში MH-60S Sea Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი ჩავარდა - ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა

USS George H.W. Bush-ის ვერტმფრენმა არაბეთის ზღვაში საგანგებო დაშვება განახორციელა.

"არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ საგანგებო სიტუაცია მტრული ქმედებით იყო გამოწვეული," - ნათქვამია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

"ვერტმფრენის ეკიპაჟის ოთხი წევრიდან სამი ნაპოვნია, ისინი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან. რეგიონში მყოფი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფები ამჟამად ეკიპაჟის კიდევ ერთ წევრს ეძებენ, რომელიც კვლავ დაკარგულად ითვლება" - აღნიშნულია განცხადებაში. 

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა გახდა კატასტროფის მიზეზი. სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მიხედვით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები