02 ივლისი 2026,   06:25
ვრცლად
"მშვიდობა მოლაპარაკებებს გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა გარანტიები უკრაინისათვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე რუსეთისთვის, როგორც სამშვიდობო ხელშეკრულების მხარისთვის - მაკრონი

ემანუელ მაკრონის განცხადებით, მისი სურვილია, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები, როგორც უკრაინისათვის, ასევე რუსეთისთვის მაშინ, როდესაც კონფლიქტის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება.

"მშვიდობა მოლაპარაკებებს გულისხმობს. უპირველეს ყოვლისა, გარანტიები უკრაინისათვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, თუმცა ასევე რუსეთისთვის, როგორც ზავისა და სამშვიდობო ხელშეკრულების მხარისთვის", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ თუ კი ვინმეს "სასაყვედურო" აქვს აღნიშნულ თემაზე, მაშინ აუხსნას, თუ რა განსხვავებულ სამშვიდობო სტრატეგიას სთავაზობენ მას. 

"ვინც მსაყვედურობს ამ თემაზე, ამიხსნას რას მთავაზობს. რასაც გვთავაზობენ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მომზადებასა და ამაზე მუშაობაზე, ომის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. იგი [ომი] მოიცავს მთელ კონტინენტს", - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

 

დღის ამბები