ძლიერი მიწისძვრა ჩრდილოეთ კალიფორნიაში - არის მსხვერპლი. დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავდა 11, ათიათასობით ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
6.4 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით 350 კილომეტრში იყო. სტიქიის შედეგად დაზიანდა გაზსადენები, გაჩნდა ხანძარი. სერიოზული ზიანი მიადგა გზებს.
ხელისუფლება სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის.