ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების გამო, პუტინის წინააღმდეგ ჰააგაში შესაძლოა გამოძიება დაიწყოს, - ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მარკო ბუშმანის თქმით, თუ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამიზნული განადგურების შედეგად ხალხი ზამთარში გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე რჩება, ეს შეიძლება ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად შეფასდეს.
მინისტრის განმარტებით, იმის დასადასტურებლად, რომ პუტინი ამაზე უშუალოდ არის პასუხისმგებელი, შესაძლოა მისი სატელევიზიო გამოსვლები გამოდგეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ასეთი დარტყმები სასურველ ტაქტიკას წარმოადგენს.