ირანში ცნობილი მსახიობი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც საპროტესტო აქციებს სოლიდარობა გამოუცხადა.
ტარანე ალიდოსტიმ, რომელმაც 2016 წელს ოსკაროსან ფილმში "გამყიდველი" ითამაშა, დაგმო მოჰსენ შეკარის სიკვდილით დასჯა. მსახიობს ირანში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების შესახებ "სიცრუის გავრცელებაში" ადანაშაულებენ. როგორც ცნობილია მსახიობი ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლების მცდელობებს ჩაეხშოთ საპროტესტო ტალღა.
ალიდოსტიმ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აქციების ერთ-ერთი მონაწილის სიკვდილით დასჯა დაგმო. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიც გააკრიტიკა, რადგან მათ მოჰსენ შექარის სიკვდილით დასჯას ხელი არ შეუშალეს.