02 ივლისი 2026,   01:11
ვრცლად
კიდევ ერთი გლობალური პანდემია აუცილებლად იქნება - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით მსოფლიოს კიდევ ერთი გლობალური პანდემია ელოდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, აშშ-აფრიკის ბიზნეს ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"უკეთ ვართ მომზადებული რომ ჯანმრთელობის გამოწვევებს გავუმკლავდეთ, მათ შორის, მომდევნო პანდემიას, რომელიც აუცილებლად იქნება.

ვმუშაობთ COVID -19-ის დასასრულებლად, ამასთან, ვაგრძელებთ უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების და ინსტიტუტების მშენებლობას და ვაჩქარებთ ძალისხმევას საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად" - აღნიშნა ბაიდენმა.

დღის ამბები