01 ივლისი 2026,   08:42
ვრცლად
ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა სარაკეტო შეტევისას დონეცკის რეგიონში - ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან

რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმებს განაგრძობს. ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა სარაკეტო შეტევისას დონეცკის რეგიონში, როგორც უკრაინის პროკურატურა იუწყება, რუსეთმა ქალაქ ჰირნიკის წინააღმდეგ ურაგანის ტიპის სარაკეტო სისტემა გამოიყენა.

ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხერსონში, რუსეთის ძალების თავდასხმა. დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ხერსონის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ შეტევა საცხოვრებელ უბანზე მოხდა.

აფეთქების ხმა ისმოდა ზაპოროჟიის რეგიონშიც, რუსების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, ერთ-ერთი ხიდი ააფეთქეს, რომლითაც რუსებს აღმოსავლეთის მიმართულებიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰყავდათ. რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ხიდი უკრაინელებმა, დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერებით გაანადგურეს. ოფიციალურ უკრაინას ამასთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია, სამხედრო გამოცემები საბოტაჟის შესახებ წერენ.

დღის ამბები