დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლაგუნა ვერეზე" მომხდარი მკვლელობის პროცესი.
სასამართლო ამჯერად დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეს განიხილავს. ადვოკატების თქმით, ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
მათივე განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას ვერ ადასტურებს.
შემთხვევა მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. ბრალი საქმესთან კავშირში მყოფ 14 პირს აქვს წარდგენილი. საქმის წარმოება 5 პროცესად მიმდინარეობს.