თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მეორე ნაკადს მასპინძლობს.
უნივერსიტეტის წარმომადგენლები საბრძოლო მომზადების ოთხ დღიან კურსს გადიან, სწავლება კი რამდენიმე მიმართულებით უტარდებათ.
მიზანი, უნივერსიტეტის პერსონალისთვის თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამხედრო დისციპლინებში ინდივიდუალური უნარების გაუმჯობესებაა.