05 ოქტომბერი 2026,   12:23
ვრცლად
2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 882 352 ვიზიტორი ესტუმრა

2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 882 352 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით მეტია.
ვიზიტორთა შორის 46% საქართველოს, ხოლო 54% სხვა ქვეყნის მოქალაქეა. 

მიმდინარე წელს, სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე, ნავენახევის მღვიმესა და მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს გადააჭარბა.

განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა შემდეგი 5 ტერიტორია:

1. პრომეთეს მღვიმე
2. მარტვილის კანიონი
3. წალკის კანიონი
4. სათაფლია
5. მტირალას ეროვნული პარკი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ, მიმდინარე წელს, ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და აქტივობები, ერთი მხრივ ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნაში ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც, საბოლოოდ პოზიტიურად ისახება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე - იზრდება დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი, უმჯობესდება მათი ცხოვრების პირობები.

დღის ამბები