30 იანვარი 2023,   02:06
ვრცლად
უკრაინული კონტრშეტევა და საპასუხო დარტყმები - ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან

რუსული ფრთოსანი რაკეტა ხარკოვის ცაზე დაახლოებით დღის 4 საათზე დააფიქსირეს. სწორედ ამ დროს, განგაშის სიგნალი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე უკვე ჩართული იყო.

შავი ზღვიდან ,კასპიის ზღვიდან და როსტოვის ოლქიდან ათობით ფრთოსანი რაკეტა ერთდროულად 13 ოლქის მიმართულებით გაუშვეს. მათგან 10 ოლქში, მათ შორის კიევის მიმართულებით უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 100%-იანი სიზუსტით იმუშავა და რაკეტები გაანადგურა. დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიეს კრივი რიჰის და ოდესის ოლქებში. ზიანი კვლავ დასახლებულ პუნქტებს და ენერგეტიკულ ობიექტებს მიადგა.

ოდესაში ერთ-ერთ ენერგოსადგურზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ზაპოროჟიეში იყო მსხვერპლი - დაღუპულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე, კიდევ 2 დაშავდა.

შეტევის სამი ტალღა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროს მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენის მკაცრი მითითება ჰქონდათ.

შეტევის დასრულების შემდეგ გაირკვა რომ რუსეთი ამჯერად უკრაინის საზღვრებს გაცდა. ერთ-ერთი ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ოდესისკენ მიფრინავდა და სავარაუდოდ საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააზიანა მოლდოვის ტერიტორიაზე, ქალაქ ბრიჩენთან ახლოს დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ეს უკვე ხერსონია, ქალაქი ტავრისკი და რამდენიმე საათით ადრე განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგი. საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას მსხვერპლი მოყვა. ამ ოლქში მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სარაკეტო დარტყმებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 40-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი.

კიდევ ერთი ცხელი ზონა კრივი რიჰია სადაც დღეს განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გარდა იერიშები იყო გამთენიისას. შედეგი ასეთია - 1 დაღუპული და სამი დაჭრილი მშვიდობიანი მცხოვრები.

სარაკეტო იერიშების გარდა რუსეთი ცდილობს ფრონტის ხაზზე უკრაინის კონტრშეტევები შეაჩეროს და ბოლო დანაკარგები ბახმუტის აღებით გადაფაროს. ახლა ყველაზე მძიმე ბრძოლები სწორედ ბახმუტის გარშემო მიმდინარეობს.

ამავე მიმართვის დროს ზელენსკი ცივ და რთულ ზამთარზე საუბრობდა და უკრაინელებს გამძლეობისკენ მოუწოდებდა. ამ დროს პუტინი, რომელსაც უკრაინაში ენერგოობიექტების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გამო დღეს ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ უწოდა ბარბაროსი, ძალის და სიმშვიდის დემონსტრირებას ყირიმში, ქერჩის ხიდზე გასეირნებით შეეცადა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ რეაბილიტაცია უტარდება.

დღის ამბები