უკრაინაში ომის 283-ე დღეა. კრემლი უკან არ იხევს - ოკუპანტების სამიზნე გახდა ნიკიპოლი, სადაც აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. ოკუპანტებმა საჰაერო იერიში "გრადებისა" და მძიმე არტილერიის გამოყენებით 9-ჯერ მიიტანეს. დაზიანებულია ოცამდე სახლი, სამეურნეო შენობები, ელექტრო ქსელები, გაზსადენები და მზის 50 პანელი. იერიში მიიტანეს სუმზეც, აგრესორების სამიზნე გახდა ზაპოროჟიეც.
"მტერი არ წყვეტს იერიშებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი დამპყრობლების თავდასხმები რამდნეიმე მიმართულებით მოიგერიეს. მტერმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ჩვენი ჯარების პოზიციებზე საჰაერო იერიშები დაახლოებით 80 ჯერ განახორციელეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კვლავ რჩება მტრის სარაკეტო დარტყმის საფრთხე ენერგეტიკული სისტემის ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მტერს აქვს დანაკარგები, ზაპოროჟიეს რეგიონში დაჭრილი სამხედროებით სავსე ათზე მეტი მანქანა,ასევე დაღუპული ოკუპანტების ცხედრებით სავსე საავადმყოფოები. მიმდინარე დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა მტრის პოზიციებზე. ჩვენმა სამხედროებმა ჩამოაგდეს მტრის ვერტმფრენი და 6 უპილტო საფრენი აპარატი,"- აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული გმირები დააჯილდოვა.
"ყველაზე სასიამოვნო, ყველაზე სიმბოლური ის არის, რომ დღეს მქონდა პრივილეგია, ჯილდოთი მიმეგო პატივი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ გმირებს და ჩვენი გუნდის წევრებს - ასევე მათ, ვინც უკრაინელების სამშობლოში დაბრუნებისთვის მუშაობენ. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ამოცანას ასრულებს. სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ სულ 1331 - ადამიანი გაათავისუფლეს. არც ერთ უკრაინელს არ დავტოვებთ რუსეთის ციხეებში, ბანაკებში და "იზოლაციაში".
ჩვენ ყველა გვახსოვს, დადგება დღე და ჩვენ მათ ისევ მივიღებთ როგორც თავისუფლებს. მთელი ეს კვირა ჩვენ ვმუშაობდით ევროპის დედაქალაქებში სხვადასხვა დონეზე, რომ მოგვეპოვებინა კრიტიკული მნიშვნელობის მხარდაჭერა სპეციალური ტრიბუნალის დასაწყებად. ტრიბუნალი, რომელიც რუსულ აგრეაზე იქნება. ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვარშავა და სხვა დედაქალაქები. ყველგან ვამაგრებთ პოზიციებს, ვაგროვებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ტრიბუნალი, იქნება სამართალი,"- აცხადებს ზელენსკი.