სომხეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომაზე, ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი მივიდნენ. როგორც ცნობილია, ისინი რეგიონალურ საკითხებს განიხილავენ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიას დაესწრებიან სერგეი ლავროვი და სერგეი შოიგუ.
პუტინის ვიზატამდე ერთი დღით ადრე, ერევანში სომხეთის პროდასავლურმა ოპოზიციამ აქცია გამართა. ისმოდა რუსეთისა და ომის საწინააღმდეგო ლოზუნგები. ოპოზიციური ალიანსი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან სომხეთის გასვლას მოითხოვს.