იერუსალიმში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ორი აფეთქება ქალაქის შესასვლელთან, ავტობუსის ორ გაჩერებაზე მოხდა. დაშავებულებიდან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
სავარაუდოდ, მოქმედებაში მოვიდა ჩანთაში დამალული და ადგილზე დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. პოლიცია აფეთქებებს ერთობლივი კოორდინირებული ტერორისტული თავდასხმის ნაწილად განიხილავს. ისრაელის პოლიციამ აფეთქების საქმეზე 3 პალესტინელი დააკავა.