ხერსონის ოლქზე ოკუპანტების ავიაიერიშებს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზიანი მიადგა რეგიონის 12 დასახლებას. რუსულმა ძალებმა ადგილობრივი თემების მერები გაიტაცეს, რომლებმაც რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. გატაცებული მაღალჩინოსნების ზუსტი ადგილსამყოფელი პოლიციისთვის ამ დრომდე უცნობია.
რუსულმა ჯარებმა 50-ზე მეტი ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ამ წუთებში განგაშის სიგნალია გამოცხადებული დნეპროპეტროვსკის ქალაქ ნიკოპოლში, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ჯარისკაცების ცხედრების გაცვლის ოპერაციის ფარგლებში ოკუპანტებმა უკრაინელებს 33 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცეს. ისინი თავიანთ ოჯახებში გადაასვენეს.