04 ოქტომბერი 2026,   19:54
ვრცლად
15 წლის გარდაცვლილი ბიჭის კლასელებთან ფსიქოლოგები მუშაობენ - რას ამბობენ სკოლაში გარდაცვლილ საბა მამფორიაზე

ზუგდიდში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მოზარდებს კითხავენ- მოკლული 14 წლის ბიჭის თანატოლების ნაწილმა უკვე დატოვა სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია.

პარალელურად იმ სკოლაში, სადაც საბა მამფორია სწავლობდა, ფსიქოლოგები მუშაობენ. კონფლიქტი,რომელშიც 30-ზე მეტი მოზარდი იყო ჩართული,  გუშინ საღამოს მოხდა.

შელაპარაკების დროს 15 წლის მოზარდი გულ-მკერდის არეში დანით დაჭრეს, ის ადგილზე გარდაიცვალა.

სავარაუდო დამნაშავე 17 წლის ბიჭია, ის უკვე დაკავებულია, თუმცა გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

სკოლის დირექტორი და მასწავლებლები გარდაცვლილ ბიჭს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ გარდაცვლილი ბიჭი კონფლიქტური არ იყო. 

საბა მამფორიას კლასელებთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ. 

დღის ამბები