04 ოქტომბერი 2026,   19:54
ვრცლად
შრომის ინსპექტორი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის ინსპექტორი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს -კერძოდ, 2 ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური ნორმების უზრუნველყოფას გულისხმობს.

ახალი რეგულაციები ძალაში 1 იანვრიდან შევა. შეხვედრას სავაჭრო-სამრეწველო პალატების, ტურიზმის, ფერმერთა და სხვა ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები