05 ოქტომბერი 2026,   12:20
ვრცლად
Setanta Sports + 5GB/20GB - სპორტის ყურების საუკეთესო შეთავაზება

ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, ბილაინმა, ევრაზიაში სიდიდის მიხედვით, ნომერ პირველ ტელეარხთან - Setanta Sports-თან ექსკლუზიური თანამშრომლობით,  შექმნა სპეციალური პროდუქტი, რომლის შეძენით აბონენტები იღებენ Setanta Sports-ზე  რეგისტრაციას, წვდომას ყველაზე მრავალფეროვან კონტენტზე სპორტის სამყაროში და მობილურ ინტერნეტს.

შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბილაინის აბონენტებს აქვთ პაკეტების შემდეგი არჩევანი: Sport +5 GB – 12 ₾, Sport +20 GB – 25 ₾. ასევე, არსებობს ბილაინის სპეციალური ინტერნეტ პაკეტი - 15 GB 12 ₾ ქართველი სპორტსმენების მხარდასაჭერად, რომლის გააქტიურება ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით მიმდინარე მნიშნვალოვანი მატჩების წინ არის შესაძლებელი.

შეთავაზების აქტივაციისთვის ეწვიეთ ბილაინის სპეციალურ პლატფორმას, აირჩიეთ სასურველი პაკეტი და მიუთითეთ ტელეფონის ნომერი. ამის შემდეგ, მიღებული პრომო კოდის გამოყენებთ, რეგისტრირდებით Setanta Sport-ის პლატფორმაზე და ერთი თვის განმავლობაში გაქვთ წვდომა ყველაზე მრავალფეროვან სპორტულ კონტენტზე. ვადის ამოსურვის შემდეგ, შეთავაზების განახლება ანალოგიური გზით ხდება, გაუქმება კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

 Setanta Sports-ის ანგარიშის შექმნა და სპორტული კონტენტის ნახვა შეგიძლიათ, როგორც ვებგვერდის, ისე აპლიკაციის მეშვეობით. ასევე, გაქვთ შესაძლებლობა ერთდროულად უყუროთ ორ სხვადასხვა ლაივსტრიმს, ვების მეშვეობით.

Setanta Sports ციფრული გამოწერითი სერვისია, რომელიც ორიენტირებულია სპორტის მოყვარულთათვის ექსკლუზიური და მრავალფეროვანი სპორტული კონტენტის მიწოდებაზე. მომხმარებლებს წვდომა აქვთ ვიდეობის ვრცელ კატალოგზე და ცოცხალი ტრანსლაციების ფართო სპექტრზე. ქომაგებს შეუძლიათ შემდეგი სპორტული ღონისძიებების და ჩემპიონატების ხილვა: ინგლისის პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ინლისის, იტალიის და გერმანიის სათასო მატჩები, შოტლანდიის პრემიერ ლიგა, ფორმულა 1, NBA, რაგბი TOP 14, UFC და NHL სპორტული ღონისძიებების ყურება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.

Setanta Sports Eurasia-ს ბრენდი, ლიცენზიებითა და სატელევიზიო არეხებით, საქართველოს ჩათვლით 14 ქვეყანაში ოპერირებს და სეზონის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო სპორტული ღონისძიებიდან 5000-ზე მეტ პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს. კომპანია 2012 წელს ირლანდია დაფუძნდა და ახალი მისი სათავო ოფისი თბილისშია.

დღის ამბები