05 ოქტომბერი 2026,   12:20
ვრცლად
თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამები შემდეგ წელსაც გაგრძელდება - ჩიკვილაძე

საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს.

სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ აღინიშნა, რომ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი იზრდება და გაგრძელდება იმ პროგრამების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც, ბენეფიციარები, მათი საჭიროებების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნებიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობით და გარანტირებული სოციალური დახმარებით.

ჩიკვილაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამები შემდეგ წელსაც გაგრძელდება. 

"ყველა ის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს თბილისის მერია გაგრძელდება და იქნება მზარდი ბიუჯეტით. სამწუხაროდ, გუშინ ოპოზიციამ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა, რომ თითქოს სოციალური თანხების კლება იქნება, ეს ინფორმაცია არასწორია,"- აცხადებს ჩიკვილაძე. 

დღის ამბები