დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. ოფიციალური განცხადება ამის შესახებ მან ფლორიდაში საკუთარ რეზიდენციასთან მხარდამჭერებისადმი მიმართვის დროს გააკეთა.
ტრამპი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაფერი შესანიშნავად იყო, დღეს კი, ქვეყანა დაღმასვლას განიცდის და ის მზად არის პრეზიდენტად კენჭი იყაროს, რათა ამერიკას დიდება დაუბრუნოს.